ტრამპის პრესმდივანმა თანამდებობა დანიშვნიდან ხუთ დღეში დატოვა

ქეითი ზაქარია და დონალდ ტრამპი

თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეითი ზაქარიამ თანამდებობა დანიშვნიდან მხოლოდ ხუთ დღეში დატოვა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი პირველი ბრიფინგის კრიტიკა და კითხვები იურიდიულ განათლებასა და პროფესიულ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.

16 ოქტომბერს, ზაქარიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას სამსახურის დატოვებაზე დაფიქრება ურჩია.

„ვუთხარი, რომ ამის კეთება არ არის აუცილებელი, თუ არ სურს. გულწრფელად რომ გითხრათ, მის ადგილას რომ ვიყო, გადაწყვეტილებას გადავხედავდი“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე ნახეთ

ტრამპი აცხადებს, რომ მას და მასკს კავშირი არ აქვთ უკრაინაში Starlink-ის მომსახურების შემცირებასთან

პრეზიდენტის თქმით, მედია ზაქარიას უსამართლოდ და უხეშად ექცეოდა.

ზაქარიამ პირველი ბრიფინგი 13 ოქტომბერს გამართა. ის 15 წუთზე ნაკლებხანს გაგრძელდა, პრესმდივანმა კი ჟურნალისტების მხოლოდ სამ შეკითხვას უპასუხა. ბრიფინგის დროს ზაქარია შესამჩნევად ნერვიულობდა, ჩანაწერებს კითხულობდა და ერთ-ერთ შემთხვევაში საკუთარი მეუღლე შეცდომით პრეზიდენტად მოიხსენია.

კრიტიკის მიზეზი გახდა მისი იურიდიული კვალიფიკაციაც. ტრამპი ზაქარიას ადვოკატად მოიხსენიებდა, თუმცა ჟურნალისტების შეკითხვაზე, სად ჩააბარა ადვოკატობისთვის აუცილებელი გამოცდა, მან უპასუხა, რომ ჩინეთში.

მოგვიანებით ზაქარიამ აღიარა, რომ ადვოკატობისთვის აუცილებელი გამოცდა არ ჩაუბარებია, თუმცა აღნიშნა, რომ ჩინეთში საერთაშორისო გარიგებების სამართლის მიმართულებით მუშაობდა და ამისთვის შესაბამისი კვალიფიკაცია ჰქონდა.

ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში ზაქარიამ განაცხადა, რომ ტრამპისთვის არ უთქვამს, რომ ადვოკატი არ იყო, რადგან ამის შესახებ არავის უკითხავს.

ზაქარიას თანამდებობიდან წასვლა ტრამპის ადმინისტრაციის პრესმდივნებს შორის ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. პრეზიდენტის პირველი ვადის დროს თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა ენტონი სკარამუჩიმ თანამდებობა დანიშვნიდან ათ დღეში დატოვა.

ასევე ნახეთ

ტრამპი ისევ აკრიტიკებს ზელენსკის და აცხადებს,რომ მისი დიდი გულშემატკივარი არ არის