საფრანგეთში ითვლიან მასშტაბური მღელვარებით გამოწვეულ ზარალს

საფრანგეთში ითვლიან მასშტაბური მღელვარებით გამოწვეულ ზარალს, მარსელი, 2026 წლის 17 ოქტომბერი

კვირას, 18 ოქტომბერს საფრანგეთში ითვლიან წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქუჩის მღელვარებით გამოწვეულ ზარალს.

დემონსტრაციები გაიმართა მაღალი ფასების და საჯარო სერვისების დონის ვარდნის გასაპროტესტებლად. დაიღუპა ერთი დემონსტრანტი, დაშავდა ასობით პოლიციელი, დააკავეს 1800-მდე პირი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონსტრაციები შაბათს არეულობაში გადაიზარდა, ქალაქ ლიმოჟში დაიწვა მერიის შენობა, გაიძარცვა მაღაზიები, შენობების კედლები გრაფიტის ნაწერებით დაიფარა. ბევრ ქალაქში შეტაკებები იყო დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.

ერთი დემონსტრანტი გულის შეტევით გარდაიცვალა პარიზში მიმდინარე დემონსტრაციაზე. პოლიციამ ამ ქალაქში 855 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მთელი საფრანგეთის მასშტაბით დაშავდა 500-ზე მეტი პოლიციელი.

საფრანგეთში აქციების პირველი ტალღა სექტემბერში იყო. მათი მთავარი მონაწილეები იყვნენ უფროსკლასელი მოსწავლეები, რომლებიც მოითხოვდნენ სასკოლო განათლების დონის და სახელმწიფო სკოლების დაფინანსების გაზრდას. მოსწავლეებს მხარი დაუჭირეს სტუდენტებმაც. შემდგომში უკმაყოფილების სპექტრი გაფართოვდა. აქციებს შუერთდნენ პროფესიული კავშირები, საზოგადოებრივი აქტივისტები, ულტრამემარცხნე პოლიტიკური მოძრაობების წარმომადგენლები, "ყვითელი ჟილეტები" და სხვა სამოქალაქო ჯგუფები.

ასევე ნახეთ

საფრანგეთი მოიცვა პროტესტმა ცხოვრების დონის გაუარესების წინააღმდეგ