არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავის შემოწმებისას საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს, თუმცა მანამდე თვითმფრინავის ბორტზე მყოფთა ევაკუაცია განხორციელდა.
Austrian Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი Airbus A320 კვირას, 18 ოქტომბერს, საღამოს, სოფიაში იძულებით დაეშვა. ბორტზე 51 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.
ავიაკომპანიის განცხადებით, მუქარის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ, ბულგარეთის დედაქალაქში თვითმფრინავი შეამოწმეს. რამდენიმე საათის შემდეგ Austrian Airlines-მა განაცხადა, რომ შემოწმების შედეგად არანაირი საფრთხე არ გამოვლენილა.
პორტალ Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი დადგენილი მარშრუტით მიფრინავდა, თუმცა რუმინეთის სამხრეთ ნაწილში მკვეთრად შეიცვალა მიმართულება და სოფიაში დაეშვა. სამი საათის შემდეგ ის სოფიიდან ვენის მიმართულებით გაფრინდა, სადაც 19 ოქტომბრის ღამეს ჩავიდა.
მედიის, მათ შორის ტელეკომპანია Sky News-ის ცნობით, ავიაკომპანიამ ბომბის შესახებ შეტყობინება ბულგარეთის თავზე ფრენის დროს მიიღო.
ბულგარეთის ხელისუფლებამ არხს განუცხადა, რომ სოფიაში დაშვებამდე თვითმფრინავს ბულგარეთის საჰაერო ძალების გამანადგურებელი აცილებდა.