უკრაინამ გადაწყვიტა, თანამგზავრული კავშირის სუვერენული სისტემა ჰქონდეს ფინური ტექნოლოგიური კომპანიების, ICEYE-ს და Nokia-ს დახმარებით.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და ფინურმა კომპანიებმა განზრახულობათა ოქმი უკვე გააფორმეს. დოკუმენტს ხელი 22 ოქტომბერს მოაწერეს კიევში ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს ვიზიტისას.
უკრაინისა და ევროპაში წამყვანი ფინური კომპანიების შეთანხმება მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ქვეყნისთვის დამოუკიდებელი, საიმედო კოსმოსური საკომუნიკაციო ქსელის შექმნას.
ასევე ნახეთ
მასკმა უკრაინას Starlink-ის შეზღუდვა მოუხსნა - ტრამპი- Nokia და ICEYE ოქტომბერში გაერთიანდნენ დაბალ ორბიტაზე სუვერენული თანამგზავრული კავშირის სისტემების შესაქმნელად. პირველი თანამგზავრების გაშვება 2028 წლისთვის იგეგმება.
- ამ სისტემების გამოყენება ქვეყნებს შეუძლიათ თავდაცვისთვის, საზღვრების კონტროლისთვის, სტიქიურ უბედურებებზე რეაგირებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიზნებისთვის.
კომერციული თანამგზავრული სისტემებისგან, მაგალითად, ამერიკული Starlink/Starshield-ისგან განსხვავებით, ეს სისტემა სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, სრულად ფლობდნენ და აკონტროლებდნენ თანამგზავრებს, მიწისზედა სადგურებს და ტერმინალებს.
- რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა ოქტომბრის მეორე ნახევარში აღმოჩნდა Starlink-ის სამხედრო ვერსიის, Starshield-ით სარგებლობის შეზღუდვის პრობლემის წინაშე.
- უკრაინის თავდაცვის ძალებს Starshield-ი სჭირდებათ ფრონტზე კომუნიკაციისა და დრონების სამართავად.