თბილისში ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით აქცია იმართება სლოგანით "საქართველო იმსახურებს უკეთესს"

საპროტესტო მსვლელობა თსუ-დან რუსთაველის მოედნამდე

თბილისში, თსუ-დან რუსთაველის მოედნამდე იმართება ოპოზიური პარტიების ორგანიზებული საპროტესტო აქცია სლოგანით "საქართველო ივანიშვილის გარეშე. საქართველო უკეთესს იმსახურებს".

ეს არის კამპანიის დასაწყისი, რომელიც 28 ნოემბრამდე გაგრძელდება - ამ დღეს ორი წელი სრულდება იმ დღიდან, როცა "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა საქართველოს მხრიდან ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე შეწყვეტის შესახებ. ამ განცხადებას ხალხმრავალი აქციები, დემონსტრანტებზე პოლიციის მხრიდან უპრეცედენტო ძალადობა და აქციის მონაწილეების დაკავებები მოჰყვა.

ასევე ნახეთ

„საქართველო უკან წავიდა“ - როგორ დაშორდა „ქართული ოცნება“ ევროკავშირს

ოპოზიციური პარტიები ამ აქციით აცხადებენ, რომ გააგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას.

მათი შეკრების ფონია ქართული ოცნების 88 დეპუტატის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, რისი მიზანიცაა ოპოზიციური პარტიების აკრძალვა.

ასევე ნახეთ

„საქართველოს ფაილი დაიხურება“ - „ოცნების“ 8 ნაბიჯი და ერთი წელი 28 ნოემბრიდან