უკრაინაში კიდევ 90 დღით გაგრძელდა საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის ვადა

რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგები უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში. 2026 წლის ოქტომბერი

უკრაინის პარლამენტმა, ვერხოვნა რადამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს, საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის ვადების გაგრძელების შესახებ.

უკრაინის პარლამენტის სხდომაზე 26 ოქტომბერს გამართული კენჭისყრის შედეგად 293-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საომარი მოქმედების ვადის გაგრძელებას კიდევ 90 დღით. ათვლა 2026 წლის 31 ოქტომბრიდან დაიწყება.

31 ოქტომბრიდან 90 დღის განმავლობაში საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელებას მიემხრო 281 დეპუტატი.

  • უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა.
  • ოთხ წელზე მეტია საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის ვადები ყოველ სამ თვეში ერთხელ გრძელდება.

ასევე ნახეთ

ზელენსკიმ მომავალი სამმხრივი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა