40 ადამიანს გაუტოლდა უკრაინის დაბა კამიშევახაზე რუსეთის დარტყმის მსხვერპლთა რიცხვი

რუსეთის იერიშის შემდეგ, დაბა კამიშევახა, უკრაინა

40 ადამიანს გაუტოლდა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კამიშევახაზე რუსეთის მიერ 2 ნოემბერს მიტანილი იერიშების მსხვერპლთა რიცხვი. ეს ინფორმაცია გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, დაკარგულად ითვლება 30-მდე ადამიანი, ადგილზე გრძელდება სამაშველო და სამძებრო სამუშაოები.

ზელენსკის განცხადებით, სკოლის შენობას, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტია განთავსებული, ესროლეს 9 საჰაერო ბომბი. დარტყმები რამდენჯერმე განხორციელდა, შემდგომ იერიშებს მათ შორის ემსხვერპლნენ ადგილზე მისული პოლიციელები და მაშველები.

რუსეთის არმიას ჯერჯერობით არ გაუვრცელებია განცხადება კამიშევახაზე მიტანილი დარტყმების შესახებ.

ასევე ნახეთ

რუსეთის არმიის მიერ დაბომბვას სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის სოფელში 33 ადამიანი ემსხვერპლა, აცხადებს ზელენსკი