თეთრი სახლის თანახმად, „ყოველ ჯერზე, როცა მემარცხენე რადიკალები, ფეიკ-ახალი ამბები და პროფესიონალი პანიკიორები პრეზიდენტ ტრამპს ნეკროლოგებს უწერდნენ, ცდებოდნენ. ისინი ისევ შეცდებიან“.
თეთრი სახლის საიტზე 4 ნოემბერს გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით, ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო ორი წლის განმავლობაში დემოკრატები შეეცდებიან გააუქმონ ყველაფერი, რაც პრეზიდენტმა გააკეთა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება.
ტრამპის მიღწევებს შორის, რომლებსაც თეთრი სახლის აზრით, დემოკრატები გააუქმებენ, ჩამოთვლილია საზღვრების გაძლიერება, გადასახადების შემცირება, სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერება, ქვეყანაში არალეგალურად მყოფთა მასობრივი დეპორტაცია და ა.შ.
თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დემოკრატებს ექნებათ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების მორიგი მცდელობაც, წინა ორი უშედეგო მცდელობის შემდეგ.
თეთრი სახლის განცხადება სრულდება იმით, რომ ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი იქნება და პრეზიდენტი ტრამპი ბრძოლას არასდროს არ შეწყვეტს.
ასევე ნახეთ
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას დემოკრატები გააკონტროლებენ - მედიატრამპმა მედია თეთრი სახლის მომავალ სამეჯლისო დარბაზში მიიწვია
4 ნოემბერს ჟურნალისტები მიიწვიეს თეთრი სახლის იმ ტერიტორიაზე, სადაც ტრამპის გადაწყვეტილებით სამეჯლისო დარბაზს აშენებენ გაუქმებული აღმოსავლეთის ფრთის ნაცვლად.
აშშ-ის პრეზიდენტი მედიას დიდხანს ელაპარაკა ამ მრავალმილიონიან პროექტზე და იმაზე, თუ რა დიდებული დარბაზი გამოვა.
კონგრესის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად დონალდ ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ ბიულეტენში თავად რომ ყოფილიყო, რესპუბლიკელები გაიმარჯვებდნენ. ამასთან, აღიარა, რომ არჩევნების შედეგზე გავლენა იქონია ირანთან ომმა და ფასების ზრდამ.
4 ნოემბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა პლატფორმა X-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი ტექსტი არჩევნებში რესპუბლიკელების დამარცხების მიზეზთა შესახებ. მან პირველ მიზეზად ირანის წინააღმდეგ ომი დაასახელა.
ამერიკული მედია ადრე წერდა, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ეწინააღმდეგებოდა ირანში სამხედრო ოპერაციას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ისრაელთან ერთად დაიწყო 2026 წლის თებერვლის ბოლოს.
ჯეი დი ვენსი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატია.
ასევე ნახეთ
დემოკრატების წარმატება - რას შეცვლის რუსეთის, უკრაინისა და ირანის მიმართ ტრამპის პოლიტიკაში?- 3 ნოემბერს ამერიკელებმა აირჩიეს კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატის 435-ვე წევრი და ზედა პალატის, სენატის 100 წევრიდან 35.
- ამ არჩევნებამდე კონგრესის ორივე პალატის უმრავლესობაში რესპუბლიკელები იყვნენ.
- 3 ნოემბრის არჩევნების შედეგად დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო 218 ადგილზე მეტი. დემოკრატები უმრავლესობაში იქნებიან სენატშიც და 51 წევრზე მეტი ეყოლებათ.
- დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს ისეთ შტატებშიც, სადაც ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ რესპუბლიკელები იმარჯვებდნენ. ამ შტატებს შორისაა კანზასი და ტეხასი.
თავისი წარმატებული პოლიტიკის შესახებ პრეზიდენტ ტრამპის მუდმივი განცხადებების მიუხედავად, კონგრესის შუალედური არჩევნები ჩატარდა საწვავის, ელექტროენერგიის, სურსათის და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებისა და მომსახურების გაძვირებით ამომრჩევლებში გამოწვეული უკმაყოფილების ფონზე.
არჩევნებში დემოკრატების გამარჯვება ნიშნავს, რომ რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გართულდება მისთვის სასურველი ინიციატივების გატარება და შესაბამისი კანონების მიღება და გაძლიერდება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი.