წალკის ერთ-ერთი სოფლის საბავშო ბაღში შესაძლო ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

საილუსტაციო ფოტო: საათმაშოები საბავშო ბაღში

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში მოზარდის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

საბავშვო ბაღში შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა.

ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, აღსაზრდელს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, კუთხეში აყენებდნენ და თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.

როგორც TOK TV- წერს ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი მომხდარს ცილისწამებას უწოდებს და ამბობს, რომ ამ გზით, მისი ადგილის დაკავება სურთ.

მშობლის თქმით, ასევე ჭიანურდება საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერების დამონტაჟების მოთხოვნის საკითხიც.

TOK TV- ს საბავშო ბაღის მენეჯერმა, განუცხადა, რომ სურვილის მიუხედავად კამერები ჯერჯერობით არ აქვთ და გათვალისწინებულია მომავალი წლის ბიუჯეტში.