ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა

80 წლამდე კაცი მოკლეს თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე

თბილისში, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

როგორც რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

„მკვლელობა გახსნილია ცხელ კვალზე. სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, - ამბობენ შსს-ში.

არსებული ინფორმაციით, მოკლული 80 წლამდე ასაკის კაცია და ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.

რადიო თავისუფლება დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.