„მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მაგის გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი მთლიანად კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და ადამიანებს შეუძლიათ, ცხოვრება გააგრძელონ. ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთლიანად კორპუსის მაცხოვრებელი 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზე არის საუბარი, დაახლოებით 143 ადამიანი, რომლებთან მქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა“, - უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
გამოძიება დაიწყო
როგორც ადგილზე მყოფმა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ უთხრა მედიას, სამაშველო ღონისძიებების პარალელურად, შესაბამის მოქმედებებს ატარებენ გამომძიებლებიც, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც მოცემულობა აძლევთ. ადგენენ კორპუსის მცხოვრებთა მონაცემებს.
"დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს... ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის, გამოყენებულია არაერთი დრონი, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. თავის მხრივ, სამაშველო სამსახური მუშაობს", - თქვა ვეფხვაძემ.
სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი: ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ასევე ნახეთ
ფონიჭალაში აფეთქების შემდეგ ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებენდღეს, 19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
ამ დროისთვის (16:40 საათი) 7 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის ძებნა-შველის სამუშაოები მიმდინარეობს.
ბოლო ინფორმაციით, კლინიკაშია მოთავსებული ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.