ქვემო ფონიჭალაში მაშველებმა კორპუსის ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაღუპული მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.
დაღუპული კაცია.
დილიდან ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებდნენ.
მაშველებს საღამოს 21:30 საათისთვის ხუთი ადამიანის ცხედარი აქვთ ამოსვენებული. დაღუპულთაგან ერთი ბავშვია, სამი ქალი, ერთი კი - კაცი.
ორიოდე საათით ადრე მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
ახლა მაშველები ნანგრევებში კიდევ ერთ ბავშვს ეძებენ.