„ვფიქრობ, ნატოში უკრაინის გაწევრიანების საკითხი ხელახლა უნდა განვიხილოთ“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს ბერლინში გამართული სამიტის შემდეგ. სამიტს ესწრებოდნენ უკრაინის მხარდამჭერი ევროპული ქვეყნების
ლიდერები ე.წ. „მსურველთა კოალიციის” წევრები , ასევე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები უკრაინის საკითხებში.
ბერლინში მყოფ ევროპელ ლიდერებს ტრამპთან საუბარი ჰქონდათ, დასძინა მაკრონმა.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით პრეზიდენტ ტრამპის ორ სპეციალურ წარმომადგენელს, ბატონ კუშნერს და ბატონი უიტკოფს, რომელთაც ამ სამიტის განმავლობაში ჩვენთან საუბრის შესაძლებლობა ჰქონდათ“, განუცხადა მაკრონმაჟურნალისტებს.
ასევე ნახეთ
პუტინი: რუსეთმა ევროპელები მოსკოვში მიიწვია, რათა თავიანთი პოზიცია გააცნონ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებითბერლინში ჟურნალისტებს აშშ-ის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა აცნობა, რომ ტრამპი მზადაა, განიხილოს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გაცემის საკითხი. Reuters-ის თანახმად, ჯარედ კუშნერის თქმით, ტრამპი ამისთვის მზად არის რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. მანვე დასძინა, რომ ნებისმიერი ასეთი შეთანხმება უსაფრთხოების უფრო ფართო პაკეტის ნაწილი უნდა იყოს.
კუშნერმა ჟურნალისტებს უთხრა ასევე, რომ ბერლინში, ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, „მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული იმ კუთხით, თუ როგორი შეიძლება იყოს უსაფრთხოების გარანტიები“, ისევე როგორც ომისშემდგომი კეთილდღეობის გეგმა.