საქართველოში 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

შემთხვევის ადგილი. 2026 წლის 19 ნოემბერი

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

19 ნოემბრის დილით ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს სამი წლის ბავშვი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე ნახეთ

აფეთქება ფონიჭალაში: ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი, სამაშველო ოპერაცია დასრულდა

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო - რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გაზის კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში აფეთქებული ბინის შემოწმება წინასწარ ვერ მოხერხდა, რადგან ბინის მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აფეთქების შემდეგ ორი სადარბაზოა პრობლემური, კორპუსის დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია.

კალაძის ინფორმაციით, კორპუსში 90 ოჯახი ცხოვრობდა. 28 მათგანი ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში გადასვლას დასთანხმდა.