ქაშიბაძის თქმით, მამაკაცს სხეულის 87% აქვს დამწვარი. მას ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა.
აფეთქებისას დაშავებული ორი ბავშვი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.
კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის თქმით, ორივე მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
11 წლის ბიჭი რეანიმაციის განყოფილებაშია, 3 წლისა და 9 თვის გოგონა კი - პედიატრიის განყოფილებაში.
გოგონას მარცხენა მუხლის მსუბუქი ტრავმა აქვს და სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია.
„გოგონა თავიდანვე კონტაქტური იყო და ამ ტრაგედიის თითქმის ყველა დეტალს იხსენებს“, - ამბობს ექიმი.
დღეს, 20 ნოემბერს, ბავშვების მკურნალობაში ფსიქოლოგიც ჩაერთვება.
„რაც შეეხება გაწერის საკითხს, ბუნებრივია, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია“, - განაცხადა ჭელიძემ.
ასევე ნახეთ
აფეთქება ფონიჭალაში: ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედრები, სამაშველო ოპერაცია დასრულდა19 ნოემბერს დილით ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. საქმე სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევას ეხება.
„თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილის თქმით, კომპანიამ აფეთქებამდე ბინის შემოწმება ვერ შეძლო, რადგან მესაკუთრე თბილისში არ იმყოფებოდა.
ასევე ნახეთ
„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელი: აფეთქებული ბინა წინასწარ ვერ შემოწმდა, რადგან მესაკუთრე არ იყო თბილისშითბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აფეთქების შემდეგ ორი სადარბაზო პრობლემურია, კორპუსის დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია. მისი თქმით, კორპუსში 90 ოჯახი ცხოვრობდა. მათგან 28 სხვა საცხოვრებელში გადასვლას დასთანხმდა.
მთავრობის განკარგულებით, ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.