კვირას დღისით მაშველებმა ნანგრევებიდან დაღუპულის ცხედარი ამოიტანეს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, დანგრეული სახლიდან ცხრა ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც კვირას კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ დააზუსტა, სამი ადამიანი დაშავდა. მანამდე ის წერდა, რომ დაშავებულებს შორის არის მოზარდი, რომელიც ჰოსპიტალიზებულ იქნა ხელზე ნამსხვრევებით მიღებული მრავლობითი ჭრილობებით. უცნობია, რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევების ქვეშ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დიმერში ხუთსართულიან სახლზე დარტყმის შემდეგ კავშირზეარ გამოდის 14 ადამიანი.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალები იუწყებიან, რუსეთმა შაბათს საღამოს და კვირას ღამით უკრაინას 186 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, მათგან 161-ის ჩამოგდება მოხერხდა, მოხვედრა დაფიქსირდა 18 ადგილას. დამოუკიდებელი მონაცემები არ არსებობს.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება იუწყებიან, კერძოდ, ზაპოროჟიეზე შეტევების შესახებ, სადაც ორი დაშავებული იყო, ასევე ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაზე, სადაც ერთი ადამიანი დაშავდა, და ჩერნიგოვისა და პოლტავის ოლქებზე. გარდა ამისა, არიან დაშავებულები ფრონტისპირა სუმისა და დონეცკის ოლქებში განხორციელებული დაბომბვებისას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს ზაპოროჟიეში ქვესადგურზე, ოდესის ოლქში კილიის პორტსა და შავ ზღვაში მშრალტვირთიან გემზე განხორციელებული დარტყმის შესახებ.