მიხეილ ყაველაშვილმა 232 ადამიანი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 ადამიანი შეიწყალა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეწყალებულთაგან 216 პირს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, 16-ს კი - არასაპატიმრო.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე ნახეთ

რამდენი გამოვიდა ციხიდან და რამდენი დარჩა - საპროცესოს ეფექტი „4 ოქტომბრის აქციის“ საქმეში

2019 წელს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების წესი შეცვალა. შეწყალების კომისია გაუქმდა. მას შემდეგ შეწყალების საქმეს პრეზიდენტისთვის განსახილველად მისი ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური ამზადებს.

შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტმა უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის პიროვნება, ასაკი, ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა, სასჯელის მოხდის ვადა და მსჯავრდებულის ქცევა. პრეზიდენტმა ასევე უნდა გაითვალისწინოს დანაშაულის მოტივი და გარემოებები, რამდენად აცნობიერებს მსჯავრდებული ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებები.