შეტევის შესახებ ლიბიის ეროვნულმა არმიამ განაცხადა. სამხედროებმა 12-ზე მეტი საზღვაო დრონისთვის შეძლეს გზის გადაჭრა, თუმცა გემმა დაზიანებები მიიღო. სანაპირო დაცვამ ეკიპაჟის ევაკუაცია განახორციელა. „ალ-არაბია“ ლიბიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მეზღვაურებს შორის არიან დაშავებულები.
როგორც ამტკიცებენ ომის მხარდამჭერი რუსული ტელეგრამის არხები, რომლებიც გადატაცებული დრონების ფოტოებს აქვეყნებენ, შეტევა განხორციელდა უკრაინული უეკიპაჟო კატარღებით, Magura-თი.
„ალ-არაბია“ წერს, რომ დრონი-კატარღებით შეტევის ქვეშ მოყოლილი გემი მალტის დროშით დაცურავდა. ამავე დროს გამომძიებელთა ჯგუფმა OSINTtechnical-მა გემში რუსული კონტეინერმზიდი Ascalon ამოიცნო. Vesselfinder-ის მონაცემებით, ის ცხრა დღის წინ გიბრალტარის სრუტის გავლით ატლანტიკის ოკეანიდან შევიდა ხმელთაშუა ზღვაში, რის შემდეგაც რადარებიდან გაქრა.
Ascalon რუსეთის სამხედრო ტვირთების გადაზიდვასთან არის დაკავშირებული. გემის მფლობელს, მოსკოვის კომპანია „მ-ლიზინგს“, აშშ-ისა და უკრაინის სანქციები აქვს დაწესებული. Ascalon ასევე არაერთხელ შენიშნეს იმაში, რომ ის თიშავდა ტრანსპონდერებს, რომლებიც გემის გეოლოკაციის საშუალებას იძლევა. შესაძლოა, ის სწორედ ასე მოიქცა გიბრალტარის გავლის შემდეგაც.
მანამდე, 22 ნოემბერს, დღისით, ბენღაზის პორტში რუსეთის სამხედრო კორვეტი „მერკური“ ააფეთქეს.