სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება კიევის ოლქის ვიშგოროდის რაიონის დაბა დიმერში, სადაც 22 ნოემბერს რუსული დრონებით შეტევის შედეგად დაინგრა 5-სართულიანი სახლის ნაწილი.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში მაშველებმა ნანგრევებში იპოვეს კიდევ ოთხი ცხედარი.
23 ნოემბერს, დაახლოებით 04:საათისთვის ტკაჩენკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს სიკვდილს გადარჩენილი 79 წლის ქალი.
რამდენიმე საათით ადრე, 22 ნოემბერს ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 7 წლის გადარჩენილი ბიჭი. მან ნანგრევებში თითქმის 14 საათი გაატარა.
23 ნოემბრის 04:00 საათის(კიევის დრო) მონაცემებით, დიმერში სახლის ნგრევის შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დიმერზე დარტყმის შესახებ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.