ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ 24 ნოემბერს გამთენიისას სოციალური ქსელებით გაავრცელა ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო სემიკინმა.
მისივე ცნობით, მთლიანად დანგრეულია ერთი კერძო სახლი და ნაწილობრივ - 5-სართულიანი სახლი. დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
ზაპოროჟიე რუსეთის მუდმივი დარტყმების ქვეშაა. ქალაქზე საჰაერო შეტევა იყო 23 ნოემბერს საღამოსაც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა 6 ადამიანი. ავიადარტყმების შედეგად დაზიანდა სახლები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ შეტევის შესახებ არანაირი ცნობა არ გაუვრცელებია.