თბილისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ხელჩართულ ფიზიკურ დაპირისპირებას კაცი ემსხვერპლა.
ინციდენტი 24 ნოემბერს, ნაშუადღევს მოხდა. ადგილი - იაკობ გოგებაშვილის ქუჩის 46ა-ს მიმდებარე ტერიტორია - პოლიციამ შემოსაზღვრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჩხუბში მონაწილე „ყველა პირი იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში“.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
ჯერ უცნობია, რა მუხლით დაიწყება გამოძიება, რამდენ ადამიანს წარუდგენენ ბრალს და რა მუხლით.
ადგილიდან პირველადი ცნობებით:
- ავტომობილის გადაყენების მოთხოვნას ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი ჩხუბი მოჰყვა;
- ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთი პირი ბორდიურზე თავის დარტყმის შედეგად დაიღუპა.
გოგებაშვილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს.