პუტინმა ბრძანებულებას დღეს, 24 ნოემბერს, მოაწერა ხელი. ის ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში.
გაგლოევი ცხინვალის რეგიონს 2022 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა. 2026 წლის 23 ივნისს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ის თანამდებობიდან გადადგა და იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა.
რუსული მედიის ცნობით, გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას ინარჩუნებს, სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით კი ვეტერანთა საკითხთა კომისიის წევრიც გახდა.
ასევე ნახეთ
პუტინისთვის, მისი მეგობრებისთვის და ომისთვის. რატომ სჭირდება რუსეთს ცხინვალი?გაგლოევის გადადგომამდე მოსკოვმა ცხინვალში რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი მარატ კამბოლოვი მიავლინა. 27 მაისს კამბოლოვი გაგლოევის მრჩეველი გახდა, 16 ივნისს კი გაგლოევმა ის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად დანიშნა. გაგლოევის გადადგომის შემდეგ კამბოლოვი დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. სექტემბერში მან რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, კამბოლოვმა ხმების 84,95% მიიღო.
კამბოლოვი ჩრდილოეთ ოსეთიდანაა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტია, რომელიც რეგიონში არ დაბადებულა და დანიშვნამდე იქ არც უცხოვრია.
ასევე ნახეთ
ცხინვალში „ვიცე-პრემიერად“ დანიშნეს ბელგოროდის ყოფილი ვიცე-გუბერნატორიდე ფაქტო პრემიერ-მინისტრად კამბოლოვმა დანიშნა ცხინვალში დაბადებული სოსლან მარგიევი, რომელიც 20 წელზე მეტხანს რუსეთის სასამართლო სისტემაში მუშაობდა. „პირველ ვიცე-პრემიერად“ რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინა ტოლსტიკოვა დაინიშნა, „ვიცე-პრემიერად“ კი – ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე დმიტრი გლადსკი.