რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევს

აფეთქებებით გამოწვეული კვამლი კიევში(საილუსტრაციო ფოტო)

სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის მორიგი საჰაერო შეტევის შედეგად. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ოთხი დაჭრილიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

რუსეთმა კიევზე შეტევა 25 ნოემბრის ღამიდან დაიწყო ჯერ უპილოტო საფრენი აპარატებით, შემდეგ კი რაკეტებით.

ქალაქის მერის ინფრმაციით, შევჩენკოს რაიონში ხანძარი გაუჩნდა 16-სართულიან სახლს, დესნიანსკის რაიონში დარტყმა იყო სამრეწველო ზონის ტერიტორიასა და სავაჭრო ცენტრზე.

ასევე ნახეთ

პენტაგონი აფერხებს უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გაგზავნას - Financial Times