ეგვიპტეში დიდი მსხვერპლი მოჰყვა საწვავით დატვირთული ავტომანქანის აფეთქებას

საწვავით დატვირთული ავტომანქანის აფეთქებით გამოწვეული ხანძარი კაიროს ცენტრალურ წრიულ ავტომაგისტრალზე. 2026 წლის 25 ნოემბერი

30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს ცენტრალურ წრიულ ავტომაგისტრალზე, სადაც 25 ნოემბერს ღამით, საწვავით დატვირთული ავტომანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა და აფეთქდა.

ცეცხლი სწრაფად მოედო ახლოს მყოფ მსუბუქ ავტომობილებს და სხვა სატრანსპორტო საშუალებებს.

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაიღუპა 31 ადამიანი და 21 დაშავდა.

ხანძრით განადგურებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კაიროს ცენტრალურ წრიულ ავტომაგისტრალზე. 2026 წლის 25 ნოემბერი

ადგილობრივი მედიის ცნობით, საწვავით დატვირთული ავტომანქანის მძღოლმა მართვაზე კონტროლი მას შემდეგ დაკარგა, რაც მის წინ გზაზე ჩამოვარდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის კაბელი.

საქმეს ეგვიპტის გენერალური პროკურატურა იძიებს.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ალ-სისიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და მთავრობას დაავალა ამ ოჯახების და დაშავებულების დახმარება.