სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა 26 ნოემბერს დილით სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ ნევინომისკში დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენა დაფიქსირებულია საწარმოო და ენერგეტიკული ობიექტების“ რაიონში, ქალაქში დაზიანებულია სკოლის და უნივერსიტეტის შენობებიც, დაშავდა ორი ადამიანი.
ნევინომისკის ყველა სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაიყვანეს.
სხვა წყაროები
მონიტორინგის უკრაინული არხების, Exilenova+-ის და Supernova+-ის ცნობით, შეტევა იყო ნევინომისკის იმ რაიონზე, სადაც მდებარეობს ქიმიური საწარმო „აზოტი“ და მსხვილი ელექტროსადგური.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ გავრცელებული ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ დარტყმა იყო ნევინომისკის ელექტროსადგურზე, რომელიც ქარხანა „აზოტსაც“ კვებავს.
ელექტროსადგური და ქარხანა გზის ორ მხარეს, ერთმანეთის მოპირდაპირედ არიან.
- ქარხანა „აზოტი“, რომელიც საერთაშორისო კომპანია Eurochem Group-ის(სათავო ოფისი შვეიცარიაში) შემადგენლობაშია, ასაფეთქებელი ნივთიერებების კომპონენტებსაც აწარმოებს.
- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ „აზოტზე“ ათამდე შეტევა იყო.
ასევე ნახეთ
რუსეთის ჯარებმა ისევ დაარტყეს კიევსრუსეთი, რომელიც ოთხ წელზე მეტია უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს დიდი მსხვერპლის გამომწვევ ომს და ქვეყნის ინფრასტრუქტურას ანადგურებს, თავის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
უკრაინა აცხადებს, რომ მსგავსი დარტყმები არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია, პასუხი უკრაინელების დახოცვასა და ინფრასტრუქტურის განადგურებაზე და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.