ეს საჯაროდ ცნობილი გახდა 26 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა „ასტრამ“ და გამოცემა „კომერსანტმა“ მოსკოვის სამხედრო სასამართლოს ბაზაში აღმოაჩინეს შესაბამისი ჩანაწერი.
კერძოდ, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სამხედრო-საგამოძიებო სამმართველოს შუამდგომლობა იური გრეხოვისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ.
სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლი მითითებული არ არის.
ასევე ნახეთ
რუსეთში წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს მურმანსკის ოლქის გუბერნატორსგენერალი კორუფციაშია ეჭვმიტანილი
გამოცემა „კომერსანტს“ გამოძიების შესახებ ინფორმირებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ გენერალ-პოლკოვნიკი გრეხოვი ეჭვმიტანილია კორუფციულ დანაშაულში.
კიდევ ერთი რუსული გამოცემა „ბაზა“ წერს, რომ გრეხოვს ბრალად ედება დიდი ოდენობის ქრთამის აღება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.
- 64 წლის იური გრეხოვი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილეა 2021 წლიდან. იმავე წელს მიენიჭა გენერალ-პოლკოვნიკის წოდება.
- მანამდე, 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებს.
- 2022 წლიდან გენერალ-პოლკოვნიკ გრეხოვის წინააღმდეგ მოქმედებს ევროკავშირის და უკრაინის სანქციები.
ბოლო წლებში რუსეთში კორუფციის ბრალდებით დააკავეს თავდაცვის სამინისტროს და არმიის არაერთი მაღალჩინოსანი.