აფრიკის დასახლებაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საილუსტრაციო ფოტო

თბილისში, აფრიკის დასახლებაში, დღეს რამდენიმე საათის წინ კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა. როგორც რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაღუპულია ერთი კაცი.

სხვადასხვა მედიასაშუალება მეზობლებზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ხანძარს წინ აფეთქების ხმა უძღოდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ამ დროისთვის არსებული ერთ-ერთი ვერსიით, კერძო სახლში შეშის ღუმელის სიახლოვეს საწვავის ჭურჭელი იდო, რასაც, სავარაუდოდ, მოჰყვა აალება.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, ცეცხლი მეზობელ სახლებზე არ გავრცელებულა.