ორი დათვი, ოთხი მგელი და ცხენები

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში შენდება ახალი ზოოპარკი. ამ ძვირადღირებული პროექტის დასრულებას რამდენიმე წელი დასჭირდება. ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. იქ ახლა ჯერ მოწყობილია ერთი დიდი ვოლიერი, ასევე თავლა ცხენებისთვის. ვოლიერში ერთად ცხოვრობენ დათვები და მგლები. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ორი ცხოველი დიდ სივრცეში ერმანეთს არ ერჩის. დანარჩენი ცხოველები ზოოპარკს თანდათან შემოემატებიან.