ანდრო გოცირიძე: კიბერშეტევა კონვენციური ბრძოლის მეთოდი ხდება

ანდრო გოცირიძე

27 ივნისს მრავალ ქვეყანაში მორიგი მასშტაბური კიბერიერიში განხორციელდა. ბოლო ორ თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გამომძალველი კიბერვირუსის სამიზნე ხდება სამთავრობო თუ კერძო კომპანიების, ბანკების, მსხვილი სამრეწველო კომპანიების კომპიუტერული ქსელები. იუწყებოდნენ, რომ კიბერთავდასხმა განხორციელდა კიევის ბორისპოლის აეროპორტის ოფიციალურ ვებსაიტზე და ფრენის დიგიტალურ განრიგზე, რასაც, შესაძლოა, რეისების დაყოვნება მოჰყოლოდა. რამდენად შეუძლია მსგავსი ვირუსის გავრცელებას გლობალური კატასტროფის გამოწვევა და როგორ გასცდა კიბერშეტევა ჰიბრიდული ომის ჩარჩოებს, - ამის შესახებ ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, 2014-2016 წლებში კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი.

Your browser doesn’t support HTML5

ანდრო გოცირიძე: კიბერშეტევა კონვენციური ბრძოლის მეთოდი ხდება