შოტლანდიელი მეთევზეები ბრექსიტს ემხრობიან

Your browser doesn’t support HTML5

დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს საყოველთაო რეფერენდუმი, რომლის მონაწილეებმა უნდა გადაწყვიტონ, დარჩება თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროპის კავშირის შემადგენლობაში. დღევანდელ რეფერენდუმს წინ უძღოდა ევროკავშირის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ოთხთვიანი სააგიტაციო კამპანიები. რეფერენდუმში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარა 46,5 მილიონმა ამომრჩეველმა, რომლებიც ხმათა უბრალო უმრავლესობით გადაწყვეტენ ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის შემდგომი წევრობის საკითხს. რეფერენდუმის საბოლოო შედეგს 24 ივნისს, დილით, მანჩესტერის მერიის შენობაში გამოაცხადებს ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე ჯენი უოტსონი (პროდიუსერი - კეთლინ მური, ქართული ვერსია - თეონა გოდერძიშვილი).