ბათუმში გაუჩინარებულ რუსეთის მოქალაქეს, პროფესიით ინჟინერ სერგეის ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.
34 წლის კრასნოიარსკელი კაცის გაუჩინარებაზე რუსულმა მედიამ დაწერა. ტელეგრამ-არხ Baza-ს ინფორმაციით, სერგეი 13 ნოემბერს სახლიდან სანაპიროზე სასეირნოდ გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მას შემდეგ ზარებსა და შეტყობინებებს აღარ პასუხობს. მისი პირადი ნივთები ბინაში დარჩა.
სერგეის მეუღლის, ტატიანას თქმით, კაცი საქართველოში რამდენიმე თვის წინ სამუშაოდ ჩამოვიდა. ბათუმში ის მოსკოველ კოლეგასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ახლა მის ძებნაში მონაწილეობს.
ტატიანა ამბობს, რომ ქმარი მანამდე გაუფრთხილებლად არასდროს გაუჩინარებულა. თავად ის რუსეთში იმყოფება.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.