ბედიანის ბავშვები

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბედიანის ბავშვთა ცენტრში ამჟამად 12 ბავშვი ცხოვრობს, რომელთაგან ზოგს მშობლები არ ჰყავს, ზოგს ჰყავს და მათ დროდადრო ნახულობს კიდეც. ცენტრი, ფაქტობრივად, შემოწირულებების ხარჯზე არსებობს.