ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეცამეტე

22 წლის ქართველ ნიჩბოსანს, ზაზა ნადირაძეს ოლიმპიურ კვარცხლბეკამდე სულ 0,19 წამი დააკლდა: ერთადგილიანი კანოეებით 200 მეტრზე სპრინტის ფინალში ოლიმპიადის დებიუტანტმა მეხუთე შედეგი აჩვენა.

ერთადგილიანი კანოეებით 200 მეტრზე რბოლაში მეორე ოლიმპიური "ოქრო" მოიპოვა უკრაინელმა იური ჩებანმა - ლონდონში ოთხი წლის წინ მოპოვებულ უმაღლეს ჯილდოს მან რიოს ოქროს მედალი დაამატა.

ბენიკ აბრაჰამიანმა (საქართველო) შესარჩევ შეჯიბრებაში 18,72 მეტრზე ჰკრა ​ბირთვი, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა ფინალში გასასვლელად.

სინქრონული ცურვის ოსტატთა ასპარეზობის ეპიზოდი.

ისევ სინქრონული ცურვა: წყალშია იაპონიის ნაკრები.

ამერიკელი ათჭიდელი ეშტონ იტონი ჭოკით ხტომაში ასპარეზობისას.

კიმია ალიზადე ზენურინი პირველი ირანელი ქალია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებში მედლის მოპოვება შეძლო. ტაეკვონდოს ოსტატთა შეჯიბრებაში (57 კგ-მდე წონითი კატეგორია) მას "ბრინჯაო" ერგო.

ფრანგი ტრიატლონისტი ლუი ვენსანი ასპარეზობისას.

ყაზახ მოკრივე ადილბეკ ნიაზიმბეტოვს (81 კგ-მდე წონითი კატეგორია) ვერც ამ ლოცვამ უშველა: ფინალურ ორთაბრძოლაში ის კუბელმა ხულიო სესარ ლა კრუსმა დაამარცხა. 

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქალთა ასპარეზობაში (63 კგ-მდე წონითი კატეგორია) ეკატერინა ლარიონოვამ (ყაზახეთი) ეს წუთია, დაამარცხა ელენა პიროჟკოვა (აშშ) და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქალთა ასპარეზობაში (​63 კგ-მდე წონითი კატეგორია) ჩემპიონის წოდება მოიპოვა იაპონელმა რისაკო კავაიმ (მარცხნივ), რომელმაც ფინალში სძლია ბელორუს მარია მამაშუკს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქალთა ტურნირში (63 კგ-მდე წონითი კატეგორია) მესამე ადგილი დაიკავა ყაზახეთის წარმომადგენელმა ეკატერინა ლარიონოვამ.

რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი იუსეინ ბოლტი 200 მეტრზე რბენაში გამარჯვების შემდეგ.

აფროსანთა ოლიმპიური შეჯიბრების მომენტი.