ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეთერთმეტე
ზემძიმე წონაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
უკრაინელ ტანმოვარჯიშეს, ოლეგ ვერნიაევს, ბადალი არ ჰყავდა ორძელზე ვარჯიშში.
66 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ფინალური შეხვედრა: დავორ შტეფანეკი (სერბია, წითელი ტრიკოთი) - მიგრან არუთინიანი (სომხეთი). გამარჯვება სერბ მოჭიდავეს დარჩა.
ამავე წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდა 22 წლის ქართველი ფალავანი შმაგი ბოლქვაძე.
98 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირში ყველას აჯობა არტურ ალექსანიანმა (სომხეთი).
თავისუფალ ვარჯიშში გამარჯვებით ამერიკელმა ტანმოვარჯიშემ სიმონ ბაილსმა მეოთხე ოლიმპიური "ოქრო" მოიპოვა.
100 მეტრზე თარჯრბენი ქალთა შორის.
ქალთა შორის 25-კილომეტრიანი რბოლის ("ომნიუმის") ერთი ეპიზოდი. ამ სახეობაში გაიმარჯვა ბრიტანელმა ველომრბოლელმა ლორა ტროტმა.
სამხტომში ოლიმპიური ჩემპიონის წოდება შეინარჩუნა ამერიკელმა ქრისტიან ტაილორმა.
ყაზახი მოკრივე ჟაინა შეკერბეკოვა 51 კგ-მდე წონითი კატეგორიის სპორტსმენთა მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში.
რიოს ოლიმპიადაზე დაშვებული ერთადერთი რუსი მძლეოსანი, სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინა შესარჩევი ნახტომისას.
ვაჟი მოცურავეები 10 კილომეტრზე მარათონული გაცურვისთვის ემზადებიან.
სინქრონული ცურვის რუსი ოსტატები, ოლიმპიური ჩემპიონები ნატალია იშჩენკო და სვეტლანა რომაშინა.
ბელორუსი ბატუტზე მხტომელი ვლადისლავ გონჩაროვი ასპარეზობისას.
ერთადგილიანი კანოეთი 1000 მეტრზე რბოლაში გამარჯვებული, გერმანელი ნიჩბოსანი სებასტიან ბრენდელი.
ბრაზილიელი მეგოლფე ქალი მირიამ ნაგლი ვარჯიშისას.
წყალში მხტომელ ვაჟთა შორის სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში გაიმარჯვა ჩინელმა ჩაო იუანმა.