ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეთორმეტე
რიოს ოლიმპიადაზე დაშვებული ერთადერთი რუსი მძლეოსანი, სიგრძეზე მხტომელი დარია კლიშინა შესარჩევი ასპარეზობისას.
ქალთა შორის 100 მეტრზე თარჯრბენში გამარჯვებული და პრიზიორები, ამერიკელი მძლეოსნები (მარცხნიდან) კრისტი კესტლინი (მესამე ადგილი), ბრიანა როლინსი (ჩემპიონი) და ნია ალი (მესამე ადგილი).
პლაჟის ფრენბურთელი ლაურა ლუდვიგი (გერმანია).
69 კგ-მდე წონითი კატეგორიის მოკრივეთა ფინალური ორთაბრძოლა. ყაზახმა დანიარ ელეუსინოვმა (მარჯვნივ) დაამარცხა უზბეკი შახრამ გიასოვი.
ქალთა შორის 200 მეტრზე რბენაში გაიმარჯვა იამაიკელმა ელეინ თომპსონმა (მარცხნიდან მესამე).
იაპონელი კაორი იჩო ოლიმპიადების ისტორიაში პირველი მოჭიდავე გახდა, ვინც ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა. 58 კგ-მდე წონით კატეგორიაში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალურ შეხვედრაში იჩომ (მარჯვნივ) რუსეთის წარმომადგენელი ვალერია კობლოვა-ჟოლობოვა დაამარცხა.
რუსი მოკრივე ანასტასია ბელიაკოვა, რომელიც დაშავდა ესტელ მოსელისთან ნახევარფინალურ ბრძოლაში (60 კგ-მდე წონითი კატეგორია).
აზერბაიჯანელმა ფატიმატ აბაკაროვამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტაეკვონდოში (49 კგ-მდე წონითი კატეგორია).
ათჭიდელები ერთმანეთს ეჯიბრებიან 100 მეტრზე რბენაში.
ირანელი უროს მტყორცნელი სეიედ მოჰამად ერაღი ასპარეზობისას.
თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქალთა შერკინება (48 კგ-მდე წონითი კატეგორია): ერი ტოსაკა (იაპონია, მარცხნივ) - მარია სტადნიკი (აზერბაიჯანი).
ოლიმპიური ჩემპიონი, ჩინელი მაგიდის ჩოგბურთელი მა ლონგი.
200 მეტრზე ერთ-ერთი ნახევარფინალური გარბენის ეპიზოდი: კანადელი ანდრე დე გრასი (მარცხნივ) და იამაიკელი იუსეინ ბოლტი.