ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები. დღე მეთხუთმეტე
ხუთი წლის რიო-დე-ჟანეიროელი ჟოაკიმ ვილანო ბიძამისის მხრებზე მჯდომი აღნიშნავს ფეხბურთელ ვაჟთა პირველობის ფინალურ მატჩში ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებას გერმანიის გუნდთან.
რუსმა ტანმოვარჯიშემ, მარგარიტა მამუნმა აბსოლუტურ პირველობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
რუსეთის წარმომადგენელი აბდულრაშიდ სადულაევი (მარცხნივ) და თურქი სელიმ იასარი 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ფინალში. ჩემპიონობა სადულოევმა მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები ერგოთ აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვსა და ამერიკელ ჯეი დენ კოქსს.
ჩერნოგორიისა და იტალიის წყალბურთელთა მატჩი ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად. გაიმარჯვეს იტალიელებმა. ოქროს მედლები სერბიის ნაკრებმა მოიპოვა, ვერცხლისა კი - ხორვატიის გუნდმა.
შეტევაზეა ჩინელი რუოკი ჰუი (მარჯვნივ). ჩინეთისა და სერბიის ნაკრებ გუნდებს შორის შეხვედრაში ჩინელებმა გაიმარჯვეს - 3:1.
ვაჟთა თანამედროვე ხუთჭიდში გამარჯვებულები კვარცხლბეკისკენ მიემართებიან: ოქროს მედალოსანი, რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრ ლესუნი (შუაში), ვერცხლის მედალოსანი, უკრაინელი პავლო ტიმოჩენკო (მარცხნიდან მეორე) და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ისმაელ მარკელო ერნანდეს უსკანგა მექსიკიდან.
ქალთა ტრიატლონის ფინალი. ოქროს მედალი მოიპოვა გვენ ჯორგენსენმა აშშ-იდან. "ვერცხლის" მფლობელი გახდა შვეიცარიელი ნიკოლა სპირიგი, "ბრინჯაო" კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს, ვიკი ჰოლანდს ერგო.
მო ფარა (დიდი ბრიტანეთი) ზეიმობს 5000 მეტრზე რბენაში ოლიმპიურ გამარჯვებას, რომელიც ზედიზედ მეორეა მის სპორტულ კარიერაში. იგი დიდი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მძლეოსანია.
კანადელი კორი ჯარვისისა (მარცხნივ) და ირანელი კომეილ ნემატ ღასემის საკვალიფიკაციო ორთაბრძოლა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში. ოქროს მედალი თურქმა თაჰა აკგულმა მოიპოვა, ღასემის ვერცხლის მედალი ხვდა წილად, ბელორუს მოჭიდავეს, იბრაჰიმ საიდოვსა და ქართველ გენო პეტრიაშვილს კი - "ბრინჯაო".
125 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, სომხეთის წარმომადგენელი ლევან ბერიანიძე (მარცხნივ) და ბელორუსი იბრაჰიმ საიდოვი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში.
ამერიკელი ელისონ ფელიქსი ფინიშთან პირველი მივიდა და თავის გუნდს მეექვსე ოქროს მედალი მოაპოვებინა 4x400 მეტრზე ესტაფეტაში.
გერმანელი მაქს რენდშმიდტი სიხარულისგან წყალში ხტება მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა 1000 მეტრზე ოთხადგილიანი ბაიდარებით ვაჟთა შეჯიბრში. სლოვაკებმა მცირე უპირატესობით აჯობეს ჩეხეთის გუნდს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
აზერბაიჯანელი რადიკ ისაევისა (მარჯვნივ) და ნიგერიელი აბდულრაზაკ ისუფუ ალფაგას ორთაბრძოლა ტაეკვონდოში 80 კგ-მდე წონით კატეგორიაში. 26 წლის ისაევმა ოქროს მედალი მოიპოვა.
რუსეთის ხელბურთელ ქალთა ნაკრების მოთამაშე ანა სენი (ცენტრში) და ფრანგი ესელ ნზე მინკო და ალექსანდრა ლაკრაბერი ფინალური მატჩის დროს. რუსეთის ხელბურთელებმა 22:19 სძლიეს მეტოქეს და პირველად მოიპოვეს ოლიმპიური "ოქრო".
მხატვრული ტანმოვარჯიშეები ისრაელიდან.
რიო-დე-ჟანეირო ღამით.