თამაზ მეჭიაური: ნატოს ივანიშვილის ხათრითაც კი ვერ დავუჭერ მხარს

თამაზ მეჭიაური

საქართველოში დასრულდა ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“, რომელმაც საქართველოს ჯარს შესძინა საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ასეული, ქართულ პოლიტიკას კი დაუტოვა ხიდაშელ-მეჭიაურის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც წვრთნებზე არანაკლებ მიმზიდველი აღმოჩნდა ქართული მედიისათვის. კობა ლიკლიკაძემ დაბრკოლების ზოლში მიიწვია საქართველოში ნატოს მიმართ ერთ-ერთ ყველაზე უფრო სკეპტიკოსად ცნობილი პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არ მალავს, რომ მისი მეგობრის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც კი დაუჭირა მხარი, მაგრამ არაფრის დიდებით არ მისცემდა ხმას ნატოში საქართველოს გაწევრიანებას.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი თამაზ მეჭიაურთან