ბრძოლა გასაღებისათვის

საქართველოში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა 31 მარტამდე უნდა მოიყვანოს სისრულეში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამოართვა პირადი ხასიათის ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვებისა და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ასლის გაკეთებისა და შენახვის უფლება. თუმცა, უცნობია თუ ვის დარჩება ე.წ. ფარული მოსმენის გასაღები. რა არგუმენტები აქვს არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს, რომელიც მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი უწყების შექმნით უსაფრთხოების სამსახურებს აღარ ექნებათ ფარული ჩანაწერების გაკეთების შესაძლებლობა? ანდა რატომ იქნება უფრო სანდო დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნა პარლამენტის დაქვემდებარებაში, იმ ორგანოსი, რომლის წინააღმდეგაც შეიტანა საკონსტიტუციო სარჩელი თავის დროზე არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთმა ჯგუფმა? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებენ თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ანა ნაცვლიშვილია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომელიც ერთ-ერთი თანაავტორია ცნობილი სარჩელისა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც საკონსტიტუციო სასმართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა.

Your browser doesn’t support HTML5

ბრძოლა გასაღებისათვის