დევნასა და თვალთვალზე კიდევ ერთი აზერბაიჯანელი ალაპარაკდა

Your browser doesn’t support HTML5

9 ივნისს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, ამჟამად თბილისში მცხოვრებმა კიდევ ერთმა აზერბაიჯანელმა, დაშგინ აღარარლიმ განაცხადა, რომ მას უთვალთვალებენ და დევნიან. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მას უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, პროკურატურამ კი აზერბაიჯანული პასპორტიც ჩამოართვა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების შემდეგ, მისი განცხადებით, საქართველოში გადმოხვეწილ აზერბაიჯანელებს დაუცველობის განცდა კიდევ უფრო გაუმძაფრდათ.