ეკა გიგაური საარჩევნო პროცესში დარღვევებსა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე

Your browser doesn’t support HTML5

1 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა საპარლამენტო არჩევნების დროს ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე და აგრეთვე რეკომენდაციებზე, რომლების განხორციელებაც ხელს შეუწყობდა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. რეკომენდაციების ჩამონათვალშია: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლება; საარჩევნო კომისიების ფორმირების წესის ცვლილება და მათი პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება; ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვა; ყველა დაფიქსირებულ დარღვევაზე დროული რეაგირება შესაბამისი ორგანოების მხრიდან, როგორც მცირე ადმინისტრაციულ გადაცდომებზე, ასევე უფრო სერიოზულ დარღვევებზე, რომელზეც საუბარი იყო როგორც არჩევნების დღის ისე წინასაარჩევნო პერიოდში; საქართველოში ახალი საარჩევნო სისტემის დანერგვაზე მსჯელობის დაწყება.