სტუმრად ჩვენს ეთერში: ბესო ნამჩავაძე და ოთარ ანგურიძე

Your browser doesn’t support HTML5

18 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ბესო ნამჩავაძე, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) ეკონომისტი და ოთარ ანგურიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. მათ ილაპარაკეს აშშ დოლართან ლარის კურსის მკვეთრად გამყარების მიზეზებზე. სტუმრებმა განმარტეს აგრეთვე ამ პროცესის პლუს-მინუსი და აღნიშნეს, რომ პროგნოზირებისა და დაგეგმვისთვის ასეთი მკვეთრი ცვლილება კარგი არ არის. ლარის კურსის გამყარება დიდ შვებას მისცემს მათ, ვისაც სესხები დოლარში აქვს განსაზღვრული. დოლარის გაიაფება ხელს უწყობს იმპორტს, თუმცა, არ ახარებთ ექსპორტიორებს. "დილის საუბრების" სტუმრების შეფასებით, ლარის კურსის გამყარება მნიშვნელოვნად განაპირობა აჟიოტაჟის ჩაცხრობამ და მოსახლეობასა და ბიზნესში მოლოდინების ცვლილებამ.