სტუმრად ჩვენს ეთერში: გელა კვაშილავა

Your browser doesn’t support HTML5

24 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გელა კვაშილავა, ფონდ - "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე, "ტრასეკას" საგზაო უსაფრთხოების პროექტის რეგიონული კონსულტანტი. მან ილაპარაკა თბილისში სატრანსპორტო ხერგილების პრობლემაზე. 22 დეკემბერს დედაქალაქის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც სატრანსპორტო ხერგილების პრობლემის მოხსნის გზებზე მსჯელობას მიეძღვნა და რომელზეც გადაწყდა სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა საკითხის მოსაგვარებლად. გელა კვაშილავა თვლის, რომ საკითხი მრავალმხრივ მიდგომას საჭიროებს და ე.წ. "საცობების" პრობლემას მხოლოდ კერძო, მსუბუქი ავტომობილების ნაკადის ახალი გზებისკენ მიმართვა ვერ გადაჭრის.

Your browser doesn’t support HTML5

საუბარი გელა კვაშილავასთან