„რუსთავი 2“-ის საქმე, სასამართლოს ავტორიტეტი და გამოხატვის თავისუფლება

გია გვილავა და ნაზი ჯანეზაშვილი

„რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავას დასაწყისიდანვე თან სდევდა და დღესაც ახლავს შეფასებები ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან. 20 ოქტომბერს „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ყურადღება გაამახვილა პროცესში მოპასუხე მხარედ მონაწილე „რუსთავი 2“-ის დირექტორ ნიკა გვარამიას განცხადებებზე საქმის განმხილველი მოსამართლის შესახებ. „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც კი“. „მოსამართლეთა ერთობის“ განცხადების ამ და სხვა აქცენტებზე სასაუბროდ ნინო გელაშვილმა თბილისის სტუდიაში მიიწვია ნაზი ჯანეზაშვილი, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი და გია გვილავა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტების მენეჯერი.

Your browser doesn’t support HTML5

„რუსთავი 2“-ის საქმე, სასამართლოს ავტორიტეტი და გამოხატვის თავისუფლება