ეპიზოდები "სპორტული ბიოგრაფიიდან"

ნონა გაფრინდაშვილი, გია გიორგაძე

გადაცემა „მარათონის“ პირველი სტუმრები არიან: სახელოვანი მოჭადრაკე, XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარებული (ქალთა შორის) ნონა გაფრინდაშვილი; ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე. 75 წლის იუბილარი, ნონა გაფრინდაშვილი, გაიხსენებს თავისი სპორტული ბიოგრაფიის საინტერესო ეპიზოდებს.

„მარათონს“ ასევე სტუმრობენ: 23 წლის ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც ახლახან მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი და რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების საგზურიც მოიპოვა; ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით სახვაძე. უახლოეს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და ოლიმპიური თამაშებისთვის ინტენსიური მზადებაა მათი საუბრის ძირითადი თემა.

Your browser doesn’t support HTML5

სპორტული პროგრამა "მარათონი"