რუსეთი ქმნის ეროვნულ გვარდიას ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად

პუტინი ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი ქმნის ეროვნულ გვარდიას ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად.

ამის შესახებ პუტინმა 5 აპრილს განაცხადა კრემლში, ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. პუტინის სიტყვებით, „აღმასრულებელი ხელისუფლების ახალი ფედერალური ორგანო... დაკავებული იქნება ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლით“. პუტინის განმარტებით, ეროვნული გვარდია შეიქმნება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარის ბაზაზე. ამასთან, ამიერიდან რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარება ნარკოტიკების ბრუნვის მაკონტროლებელი ფედერალური სამსახური და მიგრაციის ფედერალური სამსახური.