ფლორისტები

Your browser doesn’t support HTML5

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცხოვრების შანსი“ იმ ბავშვებთან მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა ინსტიტუციაში იზრდებიან და სრულწლოვანებს ბედის ანაბარა დარჩენა ემუქრებათ. ორგანიზაცია მათ სხვადასხვა ხელობას ასწავლის. ამჟამად ისინი ყვავილებისა და დეკორის დამზადებას სწავლობენ, ამზადებენ სააღდგომო აქსესუარებს. ორგანიზაციას შენობა დროებით საპატრიარქომ დაუთმო, თუმცა „ცხოვრების შანსის“ ხელმძღვანელი ლელა ეხვაია ამბობს, რომ სამომავლოდ აუცილებელი იქნება უფრო მეტი მხარდაჭერა, რადგან კონტინგენტი, ვისაც ამ სახის დახმარება სჭირდება, გაცილებით დიდია.