ახალი ტალღა, უცვლელი პრიორიტეტებით

Your browser doesn’t support HTML5

საარჩევნო წელს „ქალთა მოძრაობა“ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშესაწყობად არაერთი ღონისძიების გატარებას გეგმავს. მოქმედების სტრატეგია დამუშავების პროცესშია, მიზანი კი ნათელია: ქალები გენდერული კვოტირების დასაკანონებლად აქტიურობას არ შეწყვეტენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვოტირება საკანონმდებლო ნორმად არ იქცევა. როგორ უნდა გაგრძელდეს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გასაზრდელად ბრძოლა და რა კონკრეტული საშუალებები არსებობს ამ ბრძოლის წარმატებით დასასრულებლად? „გენდერულ ამბებში“ ამ თემებზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა „ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფის“ წევრი იდა ბახტურიძე და „ოქსფამის“ გენდერული პროგრამების მენეჯერი თათია ვაშაკიძე მიიწვია.