"ვარდების რევოლუცია" ათი წლისაა

თბილისი, 2003 წლის 8 ნოემბერი. რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქცია ცოტა ხნით ადრე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. აქციის რვა ათასამდე მონაწილემ მოითხოვა პრეზიდენტ შევარდნაძისა და იმ მოხელეების გასამართლება, ვინც არჩევნები გააყალბა.

თბილისი, 2003 წლის 8 ნოემბერი. ნიღბიანი პოლიციელები რესპუბლიკის მოედანზე, ოპოზიციის საპროტესტო აქციის დროს.

თბილისი, 2003 წლის 9 ნოემბერი. პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე (მარჯვნივ) ესალმება ოპოზიციის ლიდერებს მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ჟვანიასა და ნინო ბურჯანაძეს (მარცხნიდან მარჯვნივ).

თბილისი, 2003 წლის 10 ნოემბერი. ოპოზიციის მხარდამჭერთა საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან.

თბილისი, 2003 წლის 11 ნოემბერი. ფარებითა და ჩაფხუტებით აღჭურვილი სამართალდამცველები პარლამენტის შენობასთან.

თბილისი, 2003 წლის 12 ნოემბერი. საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით.

თბილისი, 2003 წლის 20 ნოემბერი. ცელოფანის საწვიმრებში გახვეული სტუდენტები უერთდებიან პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციას.

თბილისი, 2003 წლის 22 ნოემბერი. ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში აჰყავთ პატარა გოგონა, რომელსაც ყვავილი უჭირავს. პრეზიდენტი შევარდნაძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

თბილისი, 2003 წლის 22 ნოემბერი. პოლიციელები ცდილობენ პარლამენტის შენობის დაცვას, ხოლო საპროტესტო აქციის მონაწილეები - შენობაში შეღწევას.

თბილისი, 2003 წლის 22 ნოემბერი. ოპოზიციის მომხრეები საქართველოს პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ და აიძულეს პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელიც პარლამენტის სესიის გახსნაზე სიტყვით გამოდიოდა, სხდომათა დარბაზი დაეტოვებინა (სატელევიზიო კადრი).

თბილისი, 2003 წლის 22 ნოემბერი. ოპოზიციის მხარდამჭერი ქალი ვარდით ხელში. სპეცდანიშნულების რაზმებს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებიათ.

თბილისი, 2003 წლის 23 ნოემბერი. ოპოზიციის მხარდამჭერები პრეზიდენტის კანცელარიასთან. პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერებს აცნობა, რომ მზად არის მოელაპარაკოს მათ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისა და საპარლამენტო არჩევნების განმეორების თაობაზე იმ პირობით, თუ ოპოზიციის მხარდამჭერები დატოვებენ პარლამენტის შენობას.

თბილისი, 2003 წლის 23 ნოემბერი. პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის მომხრეები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროშას აფრიალებენ.

თბილისი, 2003 წლის 23 ნოემბერი. ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მცველების თანხლებით ტოვებს პრეზიდენტის რეზიდენციას, სადაც ცოტა ხნით ადრე გაიმართა მისი შეხვედრა ედუარდ შევარდნაძესთან. თავად შევარდნაძემ, კრწანისის რეზიდენციის დატოვებისას, ჟურნალისტებს უთხრა, რომ სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით, ამჯობინებს, გადადგეს.