რიოს ქართველი მედალოსნები

ოლიმპიური ჩემპიონი +105 კგ წონითი კატეგორიის ძალოსანთა შორის ლაშა ტალახაძე რიოს ფიცარნაგზე.

ლაშა ტალახაძემ მორიგი სიმძიმე დაძლია.

22 წლის საჩხერელ გოლიათს ოქროს მედალსა და მსოფლიო რეკორდს ულოცავს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, თავადაც ოლიმპიური ჩემპიონი და თავადაც საჩხერელი გიორგი ასანიძე.

ორი ქართველი ერთ კვარცხლბეკზე: ლაშა ტალახაძეს გვერდს უმშვენებს ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე (მარჯვნივ). წინა პლანზე - ვერცხლის მედალოსანი გორ მინასიანი (სომხეთი).

ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე - ატაცი.

ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი თურმანიძე - აკვრა.

66 კგ-მდე წონითი კატეგორიის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მეოთხედფინალური შერკინება: შმაგი ბოლქვაძე (წითელი ტრიკოთი) ამარცხებს ირანელ ომიდ ჰაჯი ნორუზის.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში 22 წლის ქართველმა ფალავანმა იაპონელ ტომოჰირო ინოუეს სძლია.

შმაგი ბოლქვაძე ტომოჰირო ინოუესთან შერკინების შემდეგ.

შმაგი ბოლქვაძემ ეს-ეს არის, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

90 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალურ შერკინებაში გამარჯვებას ზეიმობს.

ვარლამ ლიპარტელიანის ფინალური ორთაბრძოლა იაპონელ მაშუ ბეიკერთან. გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა.

ვარლამ ლიპარტელიანს ერთი ნაბიჯი დააკლდა ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე. 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის ტურნირში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე 27 წლის ფალავანმა ცრემლები ვერ შეიკავა.

24 წლის გორელმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში.

მეოთხედფინალში ლაშა შავდათუაშვილი დამარცხდა იაპონელ შოჰეი ონოსთან, რომელმაც შემდეგ კიდევ ორი შერკინება მოიგო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა წმინდად დაამარცხა ისრაელის წარმომადგენელი საგი მუკი.

გამარჯვებულის ზეიმი: ეს წუთია, დამთავრდა ლაშა შავდათუაშვილისა და საგი მუკის ორთაბრძოლა.

73 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირის პრიზიორები (მარცხნიდან): ბრინჯაოს მედალოსნები დირკ ვან ტიხელტი (ბელგია) და ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), ოქროს მედლის მფლობელი შოჰეი ონო (იაპონია) და ვერცხლია პრიზიორი რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი).

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (მარცხნივ) ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა. 57 კგ-მდე წონითი კატეგორიის ოლიმპიური ტურნირის ფინალში 25 წლის გორელმა ფალავანმა დაძაბულ ბრძოლაში სძლია 20 წლის იაპონელ რეი ჰიგუჩის.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონობას ზეიმობს.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ჯილდოებს ყველაზე მნიშვნელოვანი - ოლიმპიური ოქროს მედალი შეემატა. 

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედალს ზეიმობს.