ინსტიტუციური აღმშენებლობა სუსტი ინსტიტუციური მეხსიერების ფონზე

თეა ნიკოლაშვილი

ვარშავის სამიტის წინ თბილისში სასწრაფო წესით გაიხსნა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB), რაც, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასებების ცენტრის მსგავსად, უელსის სამიტზე დეკლარირებული „არსებითი პაკეტის“ შემადგენელი ნაწილი იყო.

Your browser doesn’t support HTML5

დაბრკოლების ზოლი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შენობა, რომელშიც საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო ცენტრმა დაიდო ბინა, თავდაცვის სამინისტროს „საიდუმლო ობიექტი ყოფილა“ და მას ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი „კერძო რეზიდენციად“ იყენებდა. ასეთ ფაქტებსაც მრავლად ინახავს საქართველოს სამხედრო უწყების „ინსტიტუციური მეხსიერება“, რომლის შესწავლა და გაანალიზება, სხვა მიმართულებებთან ერთად, შეადგენს კიდეც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ერთ-ერთ ამოცანას. სკოლის მიზნებსა და პერსპექტივებზე გვესაუბრება ახალი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი თეა ნიკოლაშვილი.